შემთხვევა 25 ივნისს, დილით მოხდა. ოჯახის წევრების თქმით, ვაჟა სომხიშვილი მდინარეზე სათევზაოდ იყო წასული.
„მეუღლესთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ ვიყავით. ის რომ გაცურდა, მე წამოვედი. უკან რომ მივბრუნდი, დავინახე „კამერა“ მიწაზე იყო. მაშველები გამოვიძახეთ. თავში ჰქონდა დარტყმული. იქ ისეთი არფერია, რომ თავისით დაერტყა თავი“, – ამბობს გარდაცვლილის მეუღლე.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ვაჟა სომხიშვილი ქალაქ წნორში ცხოვრობდა და თევზის მოპოვებითა და რეალიზაციით იყო დაკავებული.